17 ივნისი 2026,   16:46
ვრცლად
მათ აიძულებენ იურიდიულად, რომ მიიღონ მიგრანტები და საქართველოს ტერიტორია პირდაპირ შეიძლება დადგეს ამ საფრთხის წინაშე - ვახტანგ ქიზიყურაშვილი

გაფართოების საკითხებში ევროკომის​რის მარტა კოსის განცხადება, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ, დისკუსიის თემაა საქართველოში - პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრის ვახტანგ ქიზიყურაშვილის განცხადებით, მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებულმა საერთაშორისო ვალდებულებებმა, შესაძლოა, ქვეყნებს მიგრანტების მიღება დააკისროს. მისი შეფასებით, მიგრანტების დიდი ნაკადის შემთხვევაში საქართველო სხვადასხვა სოციალურ და უსაფრთხოების გამოწვევას შეიძლება წააწყდეს, რაც დამატებით რესურსებსა და მართვის მექანიზმებს საჭიროებს.

"ეს უკვე მათ აიძულებენ იურიდიულად, რომ მიიღონ მიგრანტები და საქართველოს ტერიტორია პირდაპირ შეიძლება დადგეს ამ საფრთხის წინაშე. რთულია წარმოდგენა იმისა თუ რა მოხდება ათიათასობით მიგრანტი რომ შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ხომ არ არის ტურისტი, რომელიც შემოდის დასასვენებლად მოკლე დროით, თანხას ხარჯავს და მიდის, ეს არის ხალხი, რომლებსაც არც სახლი და არც კარი გააჩნიათ. ამას ახლავს ძალიან დიდი კრიმინოგენული პრობლემები", - აცხადებს ქიზიყურაშვილი.

ცნობისთვის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელიც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა თქვა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ. პარტიის შეფასებით, მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ. "ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად თქვას უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებს ითხოვს. 

დღის ამბები