09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
ერევნის ცენტრში ამ დრომდე მოსახლეობაა შეკრებილი

ხალხია შეკრებილი ამ დრომდე ერევნის ცენტრში. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, თუმცა ბაგრამიანის ქუჩაზე ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა. დემონსტრანტები ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში ისევ გაგრძელდება.

გუშინ პირველად ბაგრამიანის პროსპექტზე სასულიერო პირები გამოჩნდნენ. ისინი ამბობენ, რომ მივიდნენ იქ, რათა სისხლი არ დაიღვაროს და არ მოხდეს შეტაკება სპეცრაზმსა და მოსახლეობას შორის.

მთელი ღამის განმავლობაში ბაგრამიანის პროსპექტზე სომხეთის პარლამენტის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც ბრიუსელში გაემგზავრა, ევროპელი კოლეგებისგან საპროტესტო აქციის დაშლის გამო ბევრი საყვედურის მოსმენა მოუწევს.

 ავტორი: დავით კაკულია.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები