09 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ნატო რუსეთის ბირთვულ რიტორიკას და საქმიანობას შეისწავლის

ნატო რუსეთის ბირთვულ რიტორიკას და მის საქმიანობას შეისწავლის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს არ ნიშნავს რუსეთის მიმართ კონფრონტაციას და მხოლოდ ალიანსის წევრების უსაფრთხოების დაცვისკენაა მიმართული. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს.

მინისტერიალის ფარგლებში დღეს ნატო–უკრაინის კომისიის სხდომაც გაიმართა.

დღის ამბები