09 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ბოსტონის ტერაქტში ბრალდებულმა ჯოხარ ცარნაევმა დაზარალებულებს ბოდიში მოუხადა

ბოსტონის ტერაქტში ბრალდებულმა დაზარალებულებს ბოდიში მოუხადა. ჯოხარ ცარნაევმა სასამართლო მოსმენისას მწუხარება გამოთქვა, რომ მის ქმედებებს ადამიანთა მსხვერპლი მოყვა.

23 წლის ჩეჩენ ახალგაზრდას, რომელმაც დანაშაულიც აღიარა, სასჯელის უმაღლესი ზომა აქვს შეფარდებული. ძმებ ცარნაევების მიერ ბოსტონის მარათონის დროს მოწყობილ ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 260-ზე მეტი კი დაშავდა.

მოსმენის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან ინციდენტი მოხდა. პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელსაც მანქანაში ხორცის საჭრელი დანა აღმოაჩნდა

დღის ამბები