06 სექტემბერი 2026,   13:10
ვრცლად
მესტიაში რამდენიმე სოფელს სტიქია უტევს - არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე

ძლიერი წიმის შედგეგად, მულახის ადმინისტაციულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშში, რამდეჯერმე ადიდდა ღელე, რომელმაც  ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა. დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდი.

უშგულის თემში სტიქიამ, სოფელ მურყმელსა და ჩაჟაშს შორის გზის 100 მეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა, ამ დროისთვის შეუძლებელია აღნიშნულ სოფლებს შორის ავტომობილით გადაადგილება.

ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარე დევრამ დააზიანა შიდა სასოფლო გზები და ხიდი.

მესტიის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში ხდება ღელის განტვირთვა. ამ დროისთვის კვლავ არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს სტიქიის საპრევენციო სამუშაოები, რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყება.

დღის ამბები