19 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
თუ დროზე მოვუხმობთ გონიერებას, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი ავიცილოთ მასშტაბური მესამე ტალღა - თენგიზ ცერცვაძე

მედიკოსების განცხადებით, მესამე ტალღა მძლავრი იქნება, თუკი პირბადის ტარების მაჩვენებელი და ვაქცინის მსურველთა რაოდენობა არ მოიმატებს.

"თუ ჩვენ დროზე მოვუხმობთ გონიერებას და დავიწყებთ პირბადეების მასობრივ გამოყენებას, დავიცვამთ სოციალურ დისტანციას და მოვერიდებით ხალხმრავალ ადგილებს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავიცილოთ მასშტაბური მესამე ტალღა,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი, აცხადებს, რომ სახელმწიფომ რეგულაციების აღსრულება უნდა გაამკაცროს, რათა დამატებითი შეზღუდვების შემოღება აუცილებელი არ გახდეს. ასევე, მან მოსახლეობას მოუწოდა ვაქცინაციის პროცესში აქტიურდ ჩაერთონ. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 15 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა საქართველოში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი სულ 4007 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში 1250 ახალი ინფიცირებული დარეგისტრირდა.

დღის ამბები