19 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ვინც ამბობს, რომ სისხლისღვრა იქნება ტერაქტს ამზადებს - მიტროპოლიტი სტეფანე ამბოხებულთა საქმის გამოსაძიებლად შს სამინისტროს მიმართავს

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების მცდელობა კვლავ დაძაბულობაში გადაიზარდა და გამწვავდა - დასჯილი სასულიერო პირებმა მიტროპოლიტ სტეფანეს მოუწოდეს ეკლესიაში აღარ მისულიყო, რადგან მათივე თქმით, ეკლესიაში "ომია" და მისი გამოჩენა სიტუაციას მხოლოდ ამწვავებს. რაზეც მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ვინც ამბობს სისხლისღვრა იქნება პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან ის ტერაქტს ამზადებს.

ამის შემდეგ, მიტროპოლიტმა სტეფანემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამბოხებულთა საქმის გამოსაძიებლად შს სამინისტროს მიმართავს.

"ვინც ამბობს, რომ მოხდება დაპირისპირება და სისხლისღვრა, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საიდან ამბობს ამას. ამის თქმით, ან თვითონ ამზადებს ტერაქტს, ან კიდევ მან იცის, რომ ტერაქტი მზადდება. მე წირვას ვატარებ, არ ვარ გამომძიებელი, როდესაც ამბობენ, რომ სისხლისღვრა იქნება, ეს სამართალდამცავი ორგანოების გამოსაძიებელია. ამაზე მე მათ თავისთავად მივმართავ. მე არ მივდივარ იმ გზით, რომ ვინმეს დავუპირისპირდე," - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა.

 

დღის ამბები