09 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ISIS-ის მებრძოლებმა სირიაში ქალაქ კობანის ასაღებად ბრძოლები განაახლეს

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიაში, ქალაქ კობანის ასაღებად ბრძოლები განაახლეს. ისლამისტებმა თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქის საგუშაგოსთან რამდენიმე მასშტაბური აფეთქება მოაწყვეს, შემდეგ კი ქალაქში სამი მიმართულებიდან შეიჭრნენ.

შეტაკების შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 50–მდე ქურთი მებრძოლი დაიღუპა. ისლამურმა სახელმწიფომ კობანიზე კონტროლი იანვარში დაკარგა. მას შემდეგ ქალაქში 30 ათასზე მეტი დევნილი დაბრუნდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები