ვის აცრიან Sinopharm-ის ჩინური ვაქცინით საქართველოში?! - ორშაბათს იმუნიზაციის საბჭო შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, პრეპარატის არჩევის შესაძლებლობა არ იქნება, - შემოთავაზებული იქნება მხოლოდ Sinopharm-ი. ამ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ დრომდე არ მიუღია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, Sinopharm-ს 86%-იანი ეფექტურობა ახასიათებს.
"500 აცრილი ადამიანი ერთ სიცოცხლეს ინარჩუნებს. რამდენი 500 ადამიანი აიცრება, იმდენი თითო სიცოცხლე გადარჩება ქვეყანაში.
4 მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება Sinopharm-ზე ჩაწერა, ის ამუშავდება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის 86%-მდე აქვს Sinopharm-ს ეფექტურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აცრილი ხარ ამ პროცენტის ალბათობით არ დაგემართება ინფექცია," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.