ბრძოლა უხილავ მტერთან გრძელდება - COVID-19 ქვეყანას ახალი ძალებით უტევს. მთავარი იარაღი, ვაქცინა ხელთ გვაქვს, მაგრამ მისი სათანადოდ გამოყენება არ ხდება.
პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო იარაღი ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოიტანა, მაგრამ საინფორმაციო კამპანია დაგვიანებით დაიწყო, ამან კი მითები და შიშები გაამძაფრა.
ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმუნიზაცია მხოლოდ 35 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა, რაც როგორც მედიკოსებმა თქვეს, ზღვაში წვეთიც კი არ არის.
გაწვევა COVID-ის წინააღმდეგ შექმნილ რაზმებში დაწყებულია, მაგრამ მსურველებზე მეტი დეზერტირია.