19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
"ჯოჯოხეთში გასეირნება" - ნიშნავს თუ არა COVID-19-ის დამარცხება ფინიშს, თუ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა

რა გზას გადის კოვიდინფიცირებული პაციენტი ვირუსთან ბრძოლაში - ნინო აბაშიძე ერთ-ერთია ვინც COVID-19-ისგან გამოჯანმრთელება ერთი თვის შემდეგ შეძლო. იმისთვის, რომ საყვარელ საქმიანობას დაბრუნებოდა, მას მძიმე დღეების გავლა მოუწია. მართალია ვირუსის დამარცხებიდან 4 თვე გავიდა, თუმცა ამბობს, რომ მდგომარეობიდან გამოსვლა დღემდე უჭირს.

"ჯოჯოხეთში გასეირნებაზე" ემოციის გარეშე საუბარი უჭირს დიმიტრი ხუნდაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ის არც ერთ რისკჯგუფს არ მიეკუთვნება, დიმიტრი ხუნდაძე ჰყვება, რომ 18 დღის განმავლობაში ჟანგბადს, მხოლოდ სპეციალური აპარატის საშუალებით იღებდა.

კორონავირუსს ჯერ კიდევ კლინიკაში ებრძვის გიორგი აბდალაძე. ფოტოგრაფი, რომელსაც უამრავ ცხელ წერტილში, მათ შორის ომსა და აქციებზე უმუშავია, ასეთ მძიმე წუთებს ვერ იხსენებს. ცხოვრების განმავლობაში არაერთი მძიმე კადრის ნახვის მიუხედავად ამბობს, რომ რეალობა ახლა ყველაზე რთული აღსაქმელია.

მძიმე გამოცდილების შემდეგ, COVID გადატანილი პაციენტები, საზოგადოებას სთხოვენ დაიცვან წესები, დაიცვან საკუთარი თავი და ახლობლები, რათა ყველაფერი ის, რაც მათ ნახეს, რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაიაროს.

დღის ამბები