04 მაისი 2024,   21:31
ვრცლად
სხვადასხვა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევება გრძელდება - რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუმინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ბუქარესტში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს მოადგილის, ალექსეი გრიშაევის საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება.

ამ თვის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანამ უკვე 102 რუსი დიპლომატი გააძევა. მათ ბრალს ჯაშუშობაში სდებენ.

დღის ამბები