12 მაისი 2024,   13:05
ვრცლად
დაჭრა ახმეტაში - ახალგაზრდა კაცს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს

ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა მარჯვენა ფეხის არეში, ხოლო თავის არეში დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

დაზარალებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი, უცნობია, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება

დღის ამბები