ერთ-ერთი, ვინც ჯანდაცვის მინისტრისთვის დღეს პარლამენტში კითხვების დასასმელად ემზადება "გირჩია". როგორ პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, მთავარი კითხვაა, თუ როდის მოხსნიან ე.წ. კომენდანტის საათს.
"მთავარი კითხვა რაც მაქვს არის ის, რომ როდის გაგვხსნიან, როდის მორჩება ამ ქვეყანაში ადამიანების დატყვევება საღამოს 9 საათის მერე? პატარა ბავშვებივით რამდენი ხანი უნდა გვმწყემსონ? როდის მორჩება კიდევ ეს ისტერია, რომ რაღაცა საფლავებზე რამდენი ხალხი გავიდა და რამდენი ჭიქა დალია ამის თვლა?" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მივიდა. მინისტრის საათის ფორმატში ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატებს ხვდება და უწყების მუშაობის შესახებ ანგარიშს აცნობს. მთავარი აქცენტი ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე გაკეთდება.