24 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ტერორიზმში ბრალდებული ქართველები ევროპაში - რას ედავება ფრანგული პოლიცია მათ და რას უყვებიან პანკისში "კურიერს"

საქართველო, რუსეთი, საფრანგეთი - რამდენჯერმე გამოცვლილი პასპორტი და მოქალაქეობა.

დღეს, გამთენიისას, საფრანგეთის ორ ქალაქში ერთმანეთის პარალელურად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ტერორიზმში ბრალდებული 7 კაციანი კავკასიური დაჯგუფება აიყვანეს.

მათგან ორი ქართველია. საფრანგეთში დაკავებული ჯგუფის კვალს "კურიერმა" დუისში მიაგნო.

პანკისელი გია ქავთარაშვილი და ალაუდინ გაურგაშვილი - ორივე მათგანს საქართველოს მოქალაქეობის შემდეგ ჯერ რუსული პასპორტი ჰქონდა, შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღეს.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის გარდა, მათ ტერორიზმის დაფინანსება ბრალდებათ. 

დღის ამბები