09 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ერევანში აქციები გრძელდება

ერევანში აქციები გრძელდება, თუმცა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ინციდენტები აღარ მომხდარა.

ქალაქის ცენტრში წუხელ 5 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციის განცხადებით, აქცია სანქცირებული არ არის, თუმცა, ვინაიდან ის მშვიდობიანად მიმდინარეობს, მომიტინგეებს აღარ დაარბევენ.

პარალელურად, ხელისუფლება უარს აცხადებს დათმობებზე წასვლაზე და ელექტროენერგიის ტარიფის დაწევაზე, რაც საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები