09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
სოჭში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, სოჭში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული. დაზიანებულია ასობით სახლი. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

სტიქიამ აეროპორტიც დატბორა და საავიაციო შეტყობინებების გადაცემის პროცესი შეაფერხა. დატბორილი რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 
დღის ამბები