19 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
პეკინის გამზირზე 17 წლის მოზარდს თავს დაესხნენ

ინციდენტი თბილისში - პეკინის გამზირზე 17 წლის მოზარდს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სხეულზე დაზიანებები აქვს მიღებული. 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფებიან.

"კურიერის" ინფორმაციით, მოზარდზე თავდასხმის მიზეზი, სავარაუდოდ, მისი გენდერული იდენტობა გახდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. 

 

დღის ამბები