09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტერაქტი საფრანგეთში. თავდასხმა გრენობლის მახლობლად მდებარე ერთერთ ქარხანაზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გაზგადამამუშავებელ საწარმოში რამდენიმე თავდამსხმელი მანქანით შეიჭრა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

წინასწარი ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილიც.

მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ საწარმოს თავზე ტერორისტებმა ისლამური დროშა აღმართეს.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

 
დღის ამბები