09 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი კოლორადოს ციხეში გადაიყვანეს

ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული კოლორადოს ციხეში გადაიყვანეს.

ჯოხარ ცარნაევს ბოლო სასამართლო მოსმენაზე სასიკვდილო განაჩენი ოფიციალურად გამოუტანეს.

მას ბრალად ედება 2013 წლის აპრილში მარათონის დროს აფეთქებების მოწყობა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, 260 ზე მეტი კი დაიჭრა.

ჯოხარ ცარნაევს კოლორადოდან ინდიანაში, ტერ ჰოტის საპატიმროში მოათავსებენ, სადაც მოსამართლის ბრძანებით სიკვდილითაც დასჯიან.

ტერ ჰოტის საპატიმრო ყველაზე მკაცრი რეჟიმის კოლონიად მიიჩნევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები