09 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ბარაკ ობამა პუტინს მოუწოდებს, უკრაინის აღმოსავლეთიდან ჯარი გაიყვანოს

ბარაკ ობამა  ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს,  უკრაინის აღმოსავლეთიდან ჯარი გაიყვანოს.

ამ თემაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.

თებერვლის შემდეგ ლიდერებს შორის ეს პირველი კონტაქტი იყო.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარი და ტექნიკა.

კრემლის ცნობით, ლიდერებმა დიდი ყურადღება დაუთმეს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას და ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბარს.

დღის ამბები