09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ფრანსუა ოლანდმა ბრიუსელში ვიზიტი შეწყვიტა

საფრანგეთში, სადაც ცოტა ხნის წინ ტერაქტი მოხდა, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

ისლამისტების სამიზნე ამჯერად ქალაქ გრენობლის მახლობლად მდებარე გაზგადამამუშავებელი ქარხანა გახდა.

საწარმოს ტერიტორიაზე თავდამსხმელი მანქანით შეიჭრა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი ააფეთქა, რასაც შემდგომ გაზის ავზის აფეთქებაც მოჰყვა.

ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულისა და რამდენიმე დაშავებულის შესახებ.

დაკავებულია ეჭვმიტანილი 30 წლამდე ფრანგი მამაკაცი, რომელსაც სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ.

ამ დროისთვის ძალოვანები ცდილობენ, დაადგინონ, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველი.

საწარმოსთან ნაპოვნია დროშა არაბული წარწერებით.

შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. ტერაქტის გამო ფრანსუა ოლანდმა ბრიუსელში ვიზიტი შეწყვიტა. პრეზიდენტი პარიზში ბრუნდება, სადაც თავდაცვის კომიტეტის საგანგებო შეხვედრას გამართავს

 

 
დღის ამბები