დღეიდან მთელი ქვეყანის მასშტაბით ჩინური წარმოების Sinopharm-ით ვაქცინაცია იწყება. აცრა საქართველოს 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ, ვისაც წინასწარი რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს.
ქვეყანას სულ ჯამში Sinopharm-ის 100 000 დოზა აქვს, ადგილები კი სრულად შევსებულია. ჩინური Sinopharm-ი ჯერ კიდევ ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, თუმცა საქართველოში ეს ვაქცინა ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა.