20 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
ჯანმო Sinopharm-ის ​და Sinovac-ის ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ექსპერტების შეფასებას აქვეყნებს - რა წერია დოკუმენტში

ჯანმოს მიერ Sinopharm-ის ვაქცინის ავტორიზაციის საკითხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწის განცხადებით, Sinopharm-ის შეფასების პროცესი ბოლო ეტაპზეა, Sinovac-ის ფინალურ შეფასებას კი ჯანმო ხვალ დაიწყებს.

Sinopharm-თან დაკავშირებით, ჯანმომ უკვე გამოაქვეყნა ექსპერტების შეფასებაც, რომელიც ორგანიზაციაში 29 აპრილს განიხილეს. დოკუმენტის თანახმად, ამ ვაქცინის ორი დოზა 18-დან 59-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში COVID-19-ის პრევენციისთვის ეფექტურია. რამდენიმე ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 78.1%-ია.

"ჩვენ ვასრულებთ "სინოფარმის" შეფასებას. გარკვეული დოკუმენტაციის დამატებაა საჭირო, მაგრამ შეფასება კვირის ბოლომდე უნდა იყოს. 5 მაისს კი "სინოვაკის" საბოლოო შეფასებას დავიწყებთ. ასე რომ, ორივე ჩინური ვაქცინის შეფასებას კვირის ბოლომდე ველით," - განაცხადა WHO-ს დირექტორის თანაშემწე მარიანჯელა სიმაომ

 

 



 



 

 



 

 

დღის ამბები