09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში მოსკოვში რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით ის ბოლო დროს მძიმედ იყო ავად. მის ოჯახს უკვე მიუსამძიმრეს ვლადიმერ პუტინმა და შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში ჯონ ტეფტმა.

ევგენი პრიმაკოვმა პოლიტიკური კარიერა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. ის საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობდა. 1991 წელს კი დაზვერვის ცენტრალური სამსახურის უფროსი იყო.

ევგენი პრიმაკოვმა პოლიტიკური მოღვაწეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც განაგრძო და 1996–98 წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. ბოლოს ვეტერანი პოლიტიკოსი რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი იყო.

 
დღის ამბები