02 მაისი 2024,   12:58
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა წარადგინა

დონალდ ტრამპმა ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა წარადგინა.  "დონალდ ტრამპის სამუშაო მაგიდიდან"- ამ ქსელზე შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის განცხადებები და მიმართვებია განთავსებული, რომლის გაზიარება მომხმარებლებს ფეისბუქსა და ტვიტერზე შეეძლებათ, თუმცა კომენტარების დატოვებას ვერ მოახერხებენ.

კაპიტოლიუმზე მომხდარი თავადასხმის შემდეგ დონად ტრამპს სოციალურ ქსელებზე წვდომა განუსაზღვრელი ვადით დაუბლოკეს.

დღეს "ფეისბუქის" საზედამხედველო საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მისცემს თუ არა ექსპრეზიდენტ ტრამპს სოციალურ ქსელზე წვდომას.

დღის ამბები