09 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ტერორისტების სამიზნე საფრანგეთის შემდეგ ტუნისი გახდა - დაღუპულია 27 ადამიანი

ტუნისში ტერორისტული თავდასხმა მოხდა. საკურორქო ქალაქ სუსის ერთ–ერთ სასტუმროში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

ბოლო ნომაცემით 27 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა უცხოელი ტურისტია. სამართალდამცველებმა ერთი ტერორისტი მოკლეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

სასტუმროში მყოფ დამსვენებლებს უსაფრთხოების მიზნით შენობის დატოვება აუკრძალეს და პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახებში გადაჰყავთ.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ცოტა ხნის წინ ისლამურმა სახელმწიფომ თავის მიმდევრებს რამადანის დღესასწაულის პერიოდში თავდასხმების გააქტიურებისკენ მოუწოდა.

 

 

 

დღის ამბები