23 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
ლევან ვასაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე 2 თვით ადრე მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიტიკოსს შეხვდა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ დაახლოებით ორი თვის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომუშავე ერთ-ერთ ანალიტიკოსს შეხვდა. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, თუმცა პიროვნების სახელი და გვარი არ დაუსახელებია. 

როგორც ბიზნესმენი ამბობს, რუს ანალიტიკოსთან სადილობის დროს საუბარი რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობას შეეხო. 

"მე მოგიყვანთ თქვენ ჩემი ცხოვრებიდან ერთ-ერთ უახლეს მაგალითს. მე ვსადილობდი ერთ-ერთ წამყვან ინტელექტუალთანანალიტიკოსთან, რომელიც მუშაობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს, თავისთავად, კრიმინალია უკვე ბევრი ქართველისთვის - რას ჰქვია, რუსულად ლაპარაკობ და რუს ანალიტიკოსს ესაუბრები?! მაგრამ, წარმოიდგინეთ, მე ერთ-ერთი კაცი ვარ იმ 700 000 ქართველიდან, ვინც მოძრაობს რუსეთში და საუბრობს რუსებთან - დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალი და ამის სანაცვლოდ, ვიყოთ მეგობრები...

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს კაცი მე მეუბნება - სიმართლეს ამბობს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე მაქვს მიზეზები, მიმაჩნდეს, რომ ეს კაცი სიმართლეს მეუბნება - ჩვენ ვლაპარაკობდით, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ რამენაირად დაიწყოს დათბობა ქართულ-რუსული ურთიერთობების საზოგადოებრივ დონეზე მაინც. მაგალითად, გაუქმდეს ვიზები და ეს კაცი მეუბნება - იმ დღეებში, როდესაც გამზადებული იყო გადაწყვეტილება ამ ვიზების გაუქმებისა ჩვენი მხრიდან და რუსეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა ამ გადაწყვეტილების შესახებ, გამოვიდა თქვენი ე.წ. ერთ-ერთ ჟურნალისტი და დედა აგინა მას პირდაპირ ეთერში და ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება გაუქმდა, “ - ამბობს ლევან ვასაძე.  

წამყვანის კითხვაზე, თუ როდის შედგა ეს შეხვედრა, ლევან ვასაძე პასუხობს, რომ ეს იყო, დაახლოებით, 2 თვის წინ. 

დღის ამბები