"27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას - ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
"27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს და პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას. ეს დღე შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი ამ გმირების წინაშე. ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს იყო მათი ოცნება. სწორედ ამ ოცნებას შეეწირნენ ჩვენი გმირები და ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მათი ოცნების ასახდენად", - განაცხადა პრემიერმა.