09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
ტერორისტების ახალი სამიზნე-ტუნისის ტერაქტს 28 ადამიანი ემსხვერპლა

პორტ–ელ კანტუის სანაპირო, რომელიც ტერორისტების სამიზნე გახდა, მთლიანად გადაკეტილია. სამართალდამცველებსა და მაშველებს სანაპიროდან გარდაცვლილების ცხედრები გააქვთ, რომლებიც თავდამსხმელებმა უმისამართო სროლისას მოკლეს.

ბოლო ინფორმაციით ტერორისტის ტყვიას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 39 კი დაშავდა.

სროლა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სანაპიროზე დღისით მოხდა, როდესაც დამსვენებლების უმეტესობა სანაპიროზე ისვენებდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა ხალხს ცეცხლი ჯერ ნაპირზე გაუხსნა შემდეგ კი სასტუმრო "იმპერიალ მარაბას" კომპლექსში შეიჭრა და საცურაო აუზთან მყოფ დამსვენებლებს ესროლა.

გარდაცვლილთა და დაშავებულთა უმეტესობა ევროპელი ტურისტია, მათ შორის ბრიტანელები, ბელგიელები, გერმანელები და რუსები.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ავტორი: თეა თეთრაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები