09 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
აშშ-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით კანონიერად ცნო. სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, დღეიდან ასეთი სახის ქორწინება კონსტიტუციითაა გარანტირებული.

ვერდიქტის გამოცხადებას ხმაურიანი ოვაციით შეხვდნენ სასამართლოს წინ მყოფი ამერიკელები. უკმაყოფილება მხოლოდ კონსერვატიულმა ჯგუფებმა გამოთქვეს. დღემდე ერთსქესიანთა ქორწინება მხოლოდ 37 შტატში და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში იყო დაშვებული.

უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს ერთ–ერთი პირველი პრეზიდენტი გამოეხმაურა და მას "ისტორიული და ამერიკისთვის დიდი გამარჯვება" უწოდა.

 
დღის ამბები