19 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
საქართველოში მყოფი 26 წლის ყაზახი გოგო, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, მერვე სართულიდან გადახტა - ტრაგედიის რა დეტალები ხდება ცნობილი

26 წლის გოგო, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეარხი "ხაბარ 24" იუწყება.

ცნობილია, რომ ის საქართველოში სამუშაოდ აპრილში ჩამოვიდა. როგორც მისი ბიძაშვილი ყვება, ასელმა მას ბოლოს აუდიო შეტყობინება 5 მაისს გაუგზავნა, რომელშიც გარკვევით ისმის უცნობი კაცის მუქარა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის – წერს ყაზახური მედია.

ტელეარხის ცნობით, ამ ფაქტს ადასტურებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ცოტა ხნის წინ კი, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღწერილია დანაშაულის დეტალები.

ირკვევა, რომ აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. დაკავებულია პირი, რომელმაც ასელი სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა. გოგონამ კი ვერ გაუძლო მძიმე ფსიქო-ტრავმას და მერვე სართულიდან გადახტა.

ოფიციალური განცხადება საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს.

 

დღის ამბები