19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ყაზახ ქალზე სავარაუდოდ ნათესავიც ძალადობდა - "კურიერმა" საქმის მასალები მოიპოვა

გაუპატიურება სიცოცხლის მოსპობის მუქარით - 26 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გამოძიება გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, არ არის გამორიცხული ბრალი დამძიმდეს. ბრალდებული 57 წლის მამაკაცია, სავარაუდოდ მისი ხმაა "კურიერის" მიერ მოპოვებულ ჩანაწერში, სადაც ღია მუქარა ისმის. ის მოუწოდებს ახალგაზრდა ქალს ნათქვამი შეასრულოს და ფანჯრიდან გადახტეს.

ვინ არის 26 წლის ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გაარკვია "კურიერმა".

დაკავებული 57 წლის ბესიკ თორდუაა, რომელიც წლების განმავლობაში ბელარუსში ცხვრობდა და ნასამართლევიცაათორდუა ზუგდიდიდანაა, თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგისტრაციის მისამართზე ის არავის უნახავს.

ირკვევა, რომ ასელ აიტპაევა საქართველოში აპრილში, სამუშაოდ ნათესავმა ჩამოიყვანა. ის რუსთავში ქართულ-ყაზახურ სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა, სადაც სავარაუდოდ გაიცნო ბრალდებული. დღეს "კურიერს" კომპანიის ოფისი დახურული დახვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თორდუამდე ასელ აეპაევაზე საკუთარი ნათესავი ძალადობა, რომელთან ერთადაც რუსთავში ცხოვრობდა. სავარაუდოდ სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადმოვიდა საცხოვრებლად ახალგაზრდა ქალი თბილისში.

ტრაგიკული შემთხვევა 5 მაისს მოხდა, სამართალდამცავებმა ბრალდებული ბესიკ თორდუა მეორე დღეს დააკავეს. მას გამოძიება გაუპატიურებას, თვითმკვლელობამდე მიყვანას, მუქარას, პატივის და ღირსების სისტემატურ დამცირებას ედავება. ბრალდებულს დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბესიკ თორდუას 8-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა არ არის გამორიცხული ბრალდება დამძიმდეს. ჯერჯერობით უცნობია მისცემენ თუ არა პასუხისგებაში 26 წლის მსხვერპლის ნათესავს.

დღის ამბები