ბათუმის ახალ საშინაო არენაზე დინამოელთა დერბი მასპინძელთათვის წარმატებული გამოდგა. ბათუმის დინამომ თბილისის დინამო მიიღო და 1-0 დაამარცხა. "კოვიდ 19"-ის რეგულაციების გამო ბათუმის სტადიონზე თამაშს 6200 მაყურებელი დაესწრო.
გულშემატკივრები სტადიონის ტრიბუნებზე პირბადეებით ისხდნენ, თუმცა 2 მეტრიანი სავალდებულო დისტანციის დაცვა, მაინც ვერ შეძლეს.