09 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ტუნისში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ტუნისში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საზარელ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.

შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი საკურორტო ქალაქ სუსიში მდებარე სასტუმროს ტერიტორიაზე გახსნა. ადგილობრივების გარდა, დაღუპულთა შორის არიან ბრიტანელი, გერმანელი, ბელგიელი, ფრანგი და ირლანდიელი ტურისტებიც.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს.

თავდასხმის შემდეგ ტუნისის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 80 მეჩეთს დაკეტავენ, რომლებიც სახელმწიფო კონტროლის გარეშე საქმიანობენ.

გუშინ ტუნისში, ქუვეითსა და საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების სერიის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ტერორისტული საფრთხის დონე აამაღლა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები