09 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
აშშ-ის 50-ვე შტატში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ამერიკელები შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ აღნიშნავენ.

თეთრი სახლი ლგბტ დროშის ფერებითაც გაანათეს. ამიერიდან ერთსქესიანი წყვილების ქორწინება ამერიკის 50-ვე შტატში კანონიერია.

გადაწყვეტილება ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ხუთის ხმით ოთხის წინააღმდეგ გამოიტანა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინებას ფედერალურ დონეზე აკანონებს.

პრეზიდენტი ობამა საგანგებო მიმართვით გამოვიდა და თქვა, რომ "ამერიკამ ამ გადაწყვეტილებით უნდა იამაყოს".

 
ამავე თემაზე
დღის ამბები