საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო - გიორგი რურუა მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ოპოზიციის შიგნით სიტუაციას კიდევ უფრო დააწყნარებს.
მისი განცხადებით, შემდგომმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადაინაცვლოს.
"ვაპირებ გადაწყვეტილების ჩატანას რუსთავში. მისი გამოსვლა ოპოზიციის შიგნით კიდევ უფრო დააწყნარებს სიტუაციას და ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ცხოვრება უნდა გადავიდეს პარლამენტის შიგნით. ყველა უნდა დათანხმდეს მე ვფიქრობ, "ევროპული საქართველოც", ბატონი შალვაც, ქალბატონი თაკოც," - განაცხადა გიორგი რურუამ.