თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, ძლიერი ხანძრის შედეგად მეორეული ტანსაცმლის 3 საწყობი დაიწვა.
დიდუბის მეტროსთან ცეცხლს სამი საათის განმავლობაში სახანძრო-სამაშველო ძალების 12 ბრიგადა აქრობდა.
ძლიერი დაკვამლიანებისა და ღია ცეცხლის გამო, საჭირო გახდა ევაკუაციის გამოცხადებაც.
ტერიტორიიდან, დაახლოებით, 150 ადამიანი გაიყვანეს.
ქარის გამო ცეცხლი სასაწყობე ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა, რამაც ხანძრის კიდევ უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე გააჩინა. დამწვარია 3000-მდე კვადრატული მეტრი.
განადგურდა 10 ტონამდე მეორეული ტანსაცმლის პროდუქცია. ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი, მესაკუთრეების აზრით, ელექტროგაყვანილობა გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: თამარ თათარაშვილი