09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია 112-ში გამოსვლისას ქვეყანაში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა

მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა ტელეკომპანია 112–ის ეთერში სავიკ შუსტერის თოქშოუში მიიღო.

გადაცემის მთავარი თემა უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

ოდესის ოლქის გუბერნატორმა გამოსვლის დროს ქვეყანაში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გადაცემაში გამოკითხვის შედეგებიც შეაჯამეს. კითხვაზე, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი კორუფციის დამარცხებას, ოდესელების 60%-მა დადებითი პასუხი გასცა. მაყურებლების 52%-ს ასევე სურს, რომ ოდესის გუბერნატორი მათ ოლქს ხელმძღვანელობდეს.

"აგრესორისგან უკრაინის გამოხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ კორუფციას დავამარცხებთ. ვინ არიან პუტინის მთავარი მოკავშირეები? ჩინოვნიკები, რომლებიც ქრთამს იღებენ, სამართალდამცველები, რომლებიც უსაფრთხოების დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ნაცვლად, კონტრაბანდით არიან დაკავებული. ამიტომ საჭიროა ახალი ხალხი, ახალი მიდგომები, თავი შორს უნდა დავიჭიროთ იმპერიული სივრცისგან. ცალსახად ყველა სამართალდამცველი უნდა გათავისუფლდეს. ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია და ამისთვის საჭიროა ზუსტად გაწერილი კანონები, ამისთვის უკვე რადა გვჭირდება. ამ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში შევიტანთ. უნდა შეიცვალოს საბაჟო სამსახურიც, იქ ნორმალური ხალხი უნდა მივიყვანოთ. უკვე გაწერილი გვაქვს კონკურსის პირობებიც იმისთვის, რომ ახალი ხალხი ვიპოვოთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 
დღის ამბები