09 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
საფრანგეთში, ტუნისსა და კუვეიტში ტერაქტების გამო საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი მწუხარებას გამოთქვამენ

საფრანგეთში, ტუნისსა და კუვეიტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

"ვუთანაგრძნობ სრულიად ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს. ტერორიზმი არის უდიდესი გამოწვევა და ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად," - ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

სამძიმარს უცხადებს დაღუპულებს საქართველოს პრეზიდენტიც.

"შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, ჩვენი ქვეყანა ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას," - წერია განცხადებაში.

გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც.           

 
დღის ამბები