09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
მეორე დღეა, საფრანგეთში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს

მეორე დღეა, საფრანგეთში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. სამართალდამცველები ამ დრომდე კითხავენ 35 წლის მამაკაცსაც, რომელიც ქალაქ ლიონის მახლობლად, ქარხანაში ტერაქტის მოწყობაშია ეჭვმიტანილი.

მან ადგილზე ჯერ აფეთქება მოაწყო, შემდეგ კი უფროსს თავი მოკვეთა.

ამ დრომდე დაკავებული არიან ეჭვმიტანილის მეუღლე და და, მესამე დაკავებული კი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

მომხდარის შემდეგ საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები