03 მაისი 2024,   02:54
ვრცლად
ისრაელის სამხედრო ძალები ჰამასის სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს - ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბულია

ბოლო მონაცემებით, პალესტინის მხრიდან სარაკეტო იერიში ისრაელის მიმართულებით არ მიმდინარეობს, ამჟამად ისრაელის სამხედრო ძალები ჰამასის სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს.

გასული ღამის განმავლობაში ღაზას სექტორიდან დაიბომბა ისრაელის ქალაქები თელ-ავივი, აშკელონი, აშდოდი და ხოლონი. თელ-ავივი ღაზას სექტორიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, აშკელონი 12-ში, აშდოდი 30-ში ხოლო ხოლონი - 55 კილომეტრში.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, ორშაბათ საღამოდან დღემდე, 1000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები