09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
გაუსაძლისი სიცხეები პაკისტანში - დაღუპულია ათასზე მეტი ადამიანი

პაკისტანში გაუსაძლისი სიცხისაგან გარდაცვლილთა რიცხვმა  ათას 100-ს გადააჭარბა. გარდაცვლილთა უმეტესობა უსახლკაროები არიან.

რეკორდული სიცხეები პაკისტანში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფიქსირდებოდა. ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა ჩრდილში 45 გრადუსს აჭარბებდა.

მეტეოროლოგების განცხადებით, ასეთი სიცხე რეგიონში 1981 წლიდან არ ყოფილა. რამდენიმე კვირის წინ ასეთივე რეკორდული სიცხეები მეზობელ ინდოეთშიც დაფიქსირდა, რასაც 2 ათას 500 ადამიანი ემსხვერპლა.

 
დღის ამბები