02 მაისი 2024,   17:00
ვრცლად
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 4000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 163 მილიონს გადააჭარბა. განსაკუთრებით მძიმე ეპიდვითარებაა კვლავ ინდოეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსს 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

"კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ იმუნიზაციის პარალელურად, შეზღუდვების მოხსნას განიხილავს დიდი ბრიტანეთი. საუდის არაბეთში კი იმ მოგზაურებს, რომლებიც აცრილები იქნებიან, სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

პირველი ივნისიდან საჰაერო და სახმელეთო საზღვრებს გახსნის ალჟირი. იტალიაში კი ოქტომბრის შემდეგ პირველად, დღიური გარდაცვალების მაჩვენებელი 100-ს ჩამოსცდა.

დღის ამბები