კონფლიქტი ამოწურულია - ასეთი განცხადებები კეთდება დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, მოლაპარაკებაში ორივე მხარე იყო ჩართული.
ხელჩართული დაპირისპირება დმანისში, სადაც ადგილობრივები ერთმანეთს ხელკეტებით, ქვებით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებით უსწორდებოდნენ, ორი დღე გაგრძელდა.
კონფლიქტი თბილისიდან ას კილომეტრში მდებარე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის ისეთ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომ პოლიცია იძულებული გახდა დმანისის შესასვლელები ჩაეკეტა, თუმცა ეს კორდონი დღეს რამდენჯერმე გაირღვა.