19 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ინციდენტი ბათუმში - მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვა სცადა

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა თავის დაწვა სცადა. მერაბ ღოღობერიძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

მისი ადვოკატის, ზაზა პაპიძის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ფინანსური პოლიციის მიერ დაწყებულია გამოძიება.

ღოღობერიძემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა მას შემდეგ სცადა, რაც დაწესებულებაში გამომძიებელთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.

დღის ამბები