უსაფრთხო სასწავლო გარემო - სკოლებში არსებული ვითარების უშუალოდ გაცნობას განაგრძობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი.
გელა გელაძე მონიტორინგის მიზნით თბილისის 51-ე, 47-ე და პირველ კლასიკურ გიმნაზიაში იმყოფებოდა. მან მანდატურებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.