19 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"არ არის ძვირი, თვეში დაახლოებით 15-20 ლარი მეხარჯება" - ვიცე-მერის თქმით, თბილისში პარკირების საფასური აღარ გაძვირდება

თბილისში საათობრივი პარკინგის ღირებულება არ გაიზრდება - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება არსებულ ტარიფს, ვიცე-მერი მიიჩნევს, რომ "ძვირი არ არის" :

"პირადად მე ვარ ამ სისტემის მომხმარებელი და ძალიან ხშირად მოვიხმარ საათობრივ პარკირებას და ვინც მოიხმარს, ყველა დამეთანხმება, რომ ის ნამდვილად არ არის ძვირი. თვეში, დაახლოებით, 15-20 ლარი მეხარჯება, რადგან არ მიწევს დიდი დროით ამ ტარიფით სარგებლობა.

საათობრივი პარკირების მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობაში წახალისდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება. რაც მთავარია, საათობრივი პარკირების სისტემის პირობებში, ადგილობრივებისთვის პაკეტით სარგებლობა სრულიად უფასოა. ამ რეფორმის შედეგად, ადგილობრივთათვის სისტემაზე ხელმისაწვდომობა, რა თქმა უნდა, გაიზარდა," - განაცხადა ხმალაძემ.

დღის ამბები