02 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
აზერბაიჯანის შემდეგ სასაზღვრო ხაზთან დამატებით სამხედრო დანაყოფებს სომხეთიც აგზავნის

აზერბაიჯანის შემდეგ სასაზღვრო ხაზთან დამატებით სამხედრო დანაყოფებს სომხეთიც აგზავნის. ქვეყნის თავდაცვის უწყების ცნობით, სიუნიქისა და გეგარკუნიკის ოლქებში ბოლო ორი დღის განმავლობაში დამატებითი სამხედრო დანაყოფები განთავსდნენ.

ამის მიუხედავად ერევანს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები სასურველ შედეგს გამოიღებს და ახალი ესკალაცია განიმუხტება.

დღეს განვითარებული მოვლენები სომხეთის საპასუხო ნაბიჯია, რომელიც ირწმუნება, რომ
12 მაისს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საზღვარი გადაკვეთეს.

ამის გამო, სომხეთის მოქმედმა პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაშიც დაადანაშაულა. პროცესში გააქტიურდა რუსეთი.

სერგეი ლავროვი მზადყოფნას გამოთქვამს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

დღის ამბები