09 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ერევნის ცენტრში აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან

ერევნის ცენტრში აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან. ღამემ დარბევის მოლოდინის მიუხედავად, მშვიდად ჩაიარა. გუშინ პოლიციამ ქალაქის ცენტრში დამატებითი ძალების მობილიზაცია მოახდინა და მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენება არ გამოირიცხებოდა.

მიუხედავად ამისა, აქციაზე ათასამდე მომიტინგე მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. თუმცა, მომიტინგეების ნაწილი პოლიციის გაფრთხილების შემდეგ თავისუფლების მოედანზე გადავიდა.

ერევანში აქციები ელექტროენერგიის ტარიფის დაწევის მოთხოვნით დაიწყო. ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ტარიფის ფასნამატის ბიუჯეტიდან დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები